10 წუთი. 15 წუთი.
კომბოსტოს ძალიან უხდება ალუჩა, ეს სალათა ძალიან გემრიელია!
შემადგენლობა:
- 1 კონა სალათის ფურცელი
- 200 გ წითელი კომბოსტო
- 10-15 ც ალუჩა
- 4 ს.კ ვაშლის ძმარი
- 1.-2 ს.კ შაქარი
- შავი პილპილი და მარილი-გემოვნებით
- 1 კონა ქინძი
მომზადება:
კომბოსტო ძალიან თხლად დაკეპეთ, დაამატეთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფურცლები და წვრილად დაჭრილი ქონძი. ალუჩის ნაყოფს მოაცილეთ კურკა და დააყარეთ სალათას. ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი ათქვიფეთ და მოასხით ბოსტნეულს.
დაწერე კომენტარი პირველმა