Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

კომბოსტოს ძალიან უხდება ალუჩა, ეს სალათა ძალიან გემრიელია!

 

 

შემადგენლობა:

  • 1 კონა სალათის ფურცელი
  • 200 გ წითელი კომბოსტო
  • 10-15 ც ალუჩა
  • 4 ს.კ ვაშლის ძმარი
  • 1.-2 ს.კ შაქარი
  • შავი პილპილი და მარილი-გემოვნებით
  • 1 კონა ქინძი

მომზადება:

კომბოსტო ძალიან თხლად  დაკეპეთ, დაამატეთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფურცლები და წვრილად დაჭრილი ქონძი. ალუჩის ნაყოფს მოაცილეთ კურკა და დააყარეთ სალათას. ვაშლის ძმარი, მარილი და პილპილი ათქვიფეთ და მოასხით ბოსტნეულს.