Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მარტივად მოსამზადებელი სალათის რეცეპტი! 

 

შემადგენლობა:

  • 200 გ ბოლოკი
  • 1 სტაფილო
  • 40 გ ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ლიმონი
  • 2-3 ს.კ ზეთი
  • მარილი
  • მწვანილი მოსართავად

მომზადება:

  1. ბოლოკი და სტაფილო გაასუთავეთ და დაჭერით გრძლად.
  2. ნიგოზი და ნიორი დანაყეთ როდინში.
  3. ლიმონის კანი  წმინდად გახეხეთ, რბილობიდან გამოწურეთ წვენი და მოასხით ბოლოკისა და სტაფილოს ჩხირები.
  4. დაუმატეთ ზეთი, მარილი და კარგად აურიეთ.
  5. შეურიეთ გახეხილი ლიმონის კანი.
  6. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ მწვანილითა და ნიგვზის ლებნებით.