10 წუთი. 15 წუთი.
ამგვარად მომზადებული სტაფილო ძალიან გემრიელია!
შემადგენლობა:
- 500 გრ სტაფილო
- 50 გრ კარაქი
- 3 ს.კ შაქარი
- დაჭრილი პიტნა
- მარილი,პილპილი
მომზადება:
სტაფილო გაფხიკეთ, გარეცხთ და ჩაუშვით მდუღარე მარილწყალში. ხარშეთ 7 წუთი და შემდეგ ამოწურეთ.
გაადნეთ კარაქი და სტაფილო მოშუშეთ თავდახურულ ტაფაში რამდენიმე წუთის განმავლობაში.
დაამატეთ შაქარი, კარგად მოურიეთ და კიდევ 10 წუთი გააგრძელეთ მოშუშვა. შეაზავეთ პილპილით და
მოაყარეთ დაჭრილი პიტნა.
დაწერე კომენტარი პირველმა