Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

სალათა ძალიან ლამაზია და ისეთივე გემო აქვს, როგორც გამოიყურება. შეგიძლიათ იმ ბოსტნეულით 

დაამზადოთ, რაც ხელთ გაქვთ.

შემადგენლობა:

  • 1 დიდი წითელი ხახვი
  • 2 ყაბაყი
  •  2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 500 გ პამიდორი ჩერი
  • მარილი და პილპილი
  • 90 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ ოხრახუში
  • 400 გ მუხუდოს მარცვლები
  • 150 გრ ყველი ფეტე

მომზადება:

ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, თხლად დაჭრილი ყაბაყი, წითელი

ბულგარული წიწაკა და ორად გაჭრილი პამიდორი მოზრდილ ტაფაში მოათავსეთ, შეაზავეთ მარილითა

და  პილპილით. მოასხიღ 4 ს.კ ზეთი და ტაფა კარგად შეანჯღრიეთ, შეწვით 30 წთ, ურიეთ, ვიდრე

ბოსტნეული დარბილდება და შეიფერება.

მომცრო ჯამში ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი შეურიეთ, მარილითა დ პილპილით

შეაზავეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

როცა ბოსტნეული მზად იქნება, გააგრილეთ და გადაიტანეთ ჯამში, რომელშიც მუხუდო და დაფშვნილი

ყველია. მოასხით სოსუი, მსუბუქად შეანჯღიეთ და სალათა სუფრაზე მიიტანეთ,