10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 4 ს.კ დაჭრილი ქინძი
- 2 ს.კ ნიგვზის ზეთი
- 2 ლიმონის ცედრა და წვენი
- 4 ნაჭერი უძვლო და კანგაცლილი ქათმის გულმკერდი
- 1.5 ჭიქა ბრინჯი
მომზადება:
2 ს.კ ქინძი, ნიგვზის ზეთი, ლიმონის ცედრა და წვენი დიდ ჯამში აურიეთ. მოასხით ქათმის ხორცს ეს ნარევი, დაახურეთ თავსახური და 1 საათით მაცივარში შედგით.
დიდ ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთს, ვიდრემ ოიხარშება. მზა ბრინჯს წყალი გადაუწურეთ და შეინახეთ თბილად.
მოათავსეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე. დააწყვეთ მასზე ქათმის ხორცი და 5 წუთით დატოვეთ ცეცხლზე, გადააბრუნეთ ყველა მხრიდან, ვიდრე გამზადდება.
დააქუცმაცეთ ქათმის ხორცი ან დანით დასერეთ და ბრინჯის თეფშზე მოათავსეთ. ზემოდან დააყარეთ 2 ს.კ დაჭრილი ქინძის ფოთოლი.
დაწერე კომენტარი პირველმა