Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მარტივად მოსამზადებელი სალათი ლორით! 

 

შემადგენლობა: 

  •  200 გრ ლორი
  • 200 გრ ნიახური
  • 1 ც ტკბილი წიწაკა
  • 1 ც სტაფილო
  • 30 გრ ოხრახუში
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა არაჟნი
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი,წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ლორი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ პატარა კუბიკებად. ნიახური კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ წყალში ნელ

ცეცხლზე, შევაციოთ და დავჭრათ წვრილად. კვერცხი და სტაფილო მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა

კუბიკებად. კვერცხის გულები გავსრისოთ ჩანგლით და შევურიოთ არაჟანში მარილთან,ზეთთან და წიწაკასთან

ერთად. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.