Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

 

შემადგენლობა:

  •  500 გრ გრძელი ბრინჯი
  • 3 ჭიქა წყალი
  •  5 ც ბულგარული წიწაკა
  • 4 ც სტაფილო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თავდაპირველად ქვაბში წყალი ჩავასხათ და ბრინჯი ჩავყაროთ. თავზე ჩაის ტილო დავახუროთ და ნელ ცეცხლზე დავდგათ. ცალკე ტაფაზე ბოსტნეულს ვშუშავთ. ბულგარულ წიწაკას წვრილად დავჭრით, სტაფილოს კი  გავხეხავთ და მაღალ ცეცხლზე დავდგამთ. ძალიან არ მოვშუშოთ ისე, რომ ბოსტნეული ცოტათი ცოცხლად იყოს. შემდეგ გადმოვდგამთ და ბრინჯთან ერთად ავურევთ. დავუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს და ასევე წვრილად დაჭრილ ნიორს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მარილითა და პილპილით შეაზავოთ..