Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  3 ც ჭარხალი
  • 40 გრ ზეთი
  • ნიგოზი-ნახევარი ჭიქა
  • 2 თავი ხახვი
  • 3 ს.კ ბროწეულის წვენი
  • 4-5 ღერი ქინძი
  • მარილი-გემონებით

მომზადება:
 
ჭარხალი გავფცქვნათ, დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ ცოტაოდენ წყალში  ნელ ცეცხლზე, გადმოვიღოთ, გავაციოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ზეთი, მარილი, გატარებული ნიგოზი,წვრილად დაჭრილი მწვანილები და მოვასხათ ბროწეულის წვენი.