10 წუთი. 15 წუთი.
სოკო ალბათ ყველას გიყვართ, გთავაზობთ მისი მომზადების ერთ-ერთ ვარიანტს!
შემადგენლობა:
- 500 გრ სოკო
- 250 გრ ღილა სოკო
- 125 გრ მელისკუდა სოკო
- 100 გრ ზოლიანი ლორი
- 2 ნაჭერი კარაქი
- 1-2 ს/კ ახალი ოხრახუში
- 2 ხახვი
- მარილი, პილპილი
მომზადება:
გაასუფთავეთ სოკოები. პატარა სოკოები დატოვეთ მთლიანი,დიდი სოკოები გაჭერით შუაზე ან დაკუწეთ.
გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი, თხლად დაჭერით ლორი და დაბრაწეთ მშრალ ტაფაზე,რომ
ცხიმად იქცეს. დაამატეთ კარაქი, დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ შეწითლებადმე. დაამატეთ სოკო.
შეანელეთ სოკოს ნაზავი მარილით და პილპილით, დაახურეთ ტაფას და შებრაწეთ 20 წუთის მანძილზე.
სუფრაზე მიტანის წინს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
დაწერე კომენტარი პირველმა