Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მარტივად მოსამზადებელი სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  1 კგ სატაცური
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3-4 ძირი ქინძი
  • მარილი,წიწაკა,ძმარი-გემოვნებით

მომზადება:

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში.

შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი,წიწაკა,ნიორი,ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ

სატაცურში.