Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მადგენლობა:

  •  5 ც კვერცხი
  • 20 გრ მზა მდოგვი
  • 15 გრ შაქარი
  • 5 გრ მარილი
  • 100 გრ ისპანახის პიურე
  • 15 გრ ქინძი
  • 20 გრ ოხრახუში
  • 100 გრ ტარხუნა
  • 600 გრ ზეთი
  • 120 გრ ძმარი

მომზადება:

უმი კვერცხის გული, მზა მდოგვი, შაქარი, ისპანახის პიურე, ქინძი,ოხრახუში და ტარხუნა ჩავუშვათ თიხის ან

მომინანქრებულ ჭურჭელში და მოვურიოთ ხის სარევით. მას წვეთ-წვეთად დავუმატოთ ზეითუნის ან

მზესუმზირის ზეთი, შესქელების შემდეგ თანდათან დავაწუროთ ძმარი და კიდევ ვურიოთ. როდესაც ცომის

მსგავსად გასქელდება, დავაწუროთ ლიმონის წვენი. ვიხმაროთ მრავალნაირ ცივ კერძში, როგორც ცივი

საწებელი.