10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 თავი კომბოსტო
- 1-1.5 ჭიქა ნიგოზი
- 1-2 თავი ხახვი
- ძმარი
- 2/3 ს.კ უცხო სუნელი
- 1/2 ჩ. ხმელი ქინძი
- ბროწეულის მარცვლები
- მარილი
- წითელი წიწაკა
მომზადება:
კომბოსტო მოვხარშოთ, გავაციოთ და ხორცსაკეპში გავატაროთ. შემდეგ გავწუროთ. დავამატოთ გატარებული ნიგოზი, გატარებული ხახვი, ძმარი, უცხო სუნელი, მარილი, ხმელი ქინძი და წითელი წიწაკა გემოვნებით. შევაზავოთ ძმრით და დავაყაროთ ბლომად ბროწეულის მარცვლები
დაწერე კომენტარი პირველმა