Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ თევზის სალათის რეცეპტს!

შემადგენლობა:

  •  600-700 გრ თინუსი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც სტაფილო
  •  2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ც ხახვი
  • 1 კონა ნიახური
  • 250 გრ მაიონეზი

მომზადება:

თევზის კონსერვი ჯამში ჩავყაროთ და სალათის მომზადება დავიწყოთ. შევურიოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი და გახეხილი სტაფილო. აგრეთვე წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ნიახური დავამატოთ. ხახვი მოვთუშოთ და ისიც ამ მასაში ავურიოთ. მაიონეზიც მოვასხათ და სალათი მზად არის .