Xatia Chichinadze

უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 150 გრ ორცხობილა
  • 100 გრ კარაქი
  • 1/4 ჩ.კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 500 გრ ხაჭო
  • 100 გრ თეთრი შოკოლადი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1/3 ლიმონის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 3 სუფრის კოვზი ჟოლოს მურაბა
  • ჟოლო გაფორმებისთვის

მომზადება:

1. დაფხვენით ორცხობილა, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მარილი, აურიეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, სადაც საცხობი ქაღალდია დაფენილი.

2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ ცედრა და ლიმონის წვენი, მარილი, დაბლენდერებული ხაჭო,არაჟანი, გამდნარი შოკოლადი და მანანის ბურღული – ავურიოთ კარგად. ორცხობილის ფენას თანაბრად წავუსვათ ჟოლოს მურაბა და ზემოდან დავასხათ ხაჟოს მასა.

3. გამოაცხვეთ 30-40 წუთი 200 გრადუსიან ცეცხლზე, შემდეგ მოაყარეთ ჟოლო, გააგრილეთ და ცოტა ხნით შეგიძლიათ მაცივარშიც შედოთ.