შემადგენლობა:
- 20 ც მოგრძო ფორმის გამომცხვარი ბეზე
- 1 ქილა მოხარსული შესქელებული რძე
- 100 გრ კარაქი
- ვანილი
- 1 ჩ.კ კონიაკი
- 1 ჩ.კ უნალექო ყავა
- 3-4 ც ბანანი
მომზადება:
ბეზეს წაუსვით კრემი, დაადეთ ოთხად გაჭრილი ბანანის მეოთხედი. ბანანის ნაჭერს წაუსვით შოკოლადის მინანქარი.
კრემი:
შესქელებული რძე, კარაქი, ვანილი, კონიაკში გახსნილი ყავა მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ.
შოკოლადის მინანქარი:
100 გრ შავი შოკოლადი, 1 ჩ.კ ზეთი მოათავსეთ ალუმინის ჭურჭელში, დადგით ორთქლზე, გაადნეთ და ცხელი მწაუსვით ნამცხვარს.
დაწერე კომენტარი პირველმა