Xatia Chichinadze

ხორცის ბურთები გარნირად ბევრ კერძს უხდება! 

შემადგენლობა:

  • 300 გრ საქონლის ხორცის ფარში
  • 300 გრ ღორის ხორცის ფარში
  • 2 ხახვი
  • 3 ნაჭერი ძველი პური
  • 1 კვერცხი
  • ტკბილი წიწაკა
  • 50 გრ მარგარინი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

დაალბეთ პური წყალში და კარგად გაწურეთ. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი. ერთმანეთში

აურიეთ ხორცის ფარში, ხახვი, კვერცხი, პური. შეაზავეთ მარილით, პილპილით, მიეცით პატარა

ბურთულების ფორმა, გაადნეთ მარგარინი და შეწვით ხორცის გუფთები- თითოეულ გვერდზე 5 წუთი.