Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  •  100 გრ ხორცი
  • 50 გრ მაკარონი
  • 50 გრ კომბოსტო
  • 1 ც კვერცხი
  •  1 თავი ხახვი
  • 50 გრ ყველი
  • 10 გრ კარაქი

მომზადება:

მოხარშული საქონლის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ცალკე მოვხარშოთ მაკარონი და წვრილად

დაჭრილი კომბოსტო. როცა მზად იქნება,გადავწუროთ წყალი, შევურიოთ გატარებული ხორცი, დავუმატოთ

კარაქში მოხრაკულიი წვრილად დაჭრილი ხახვი, შევათქიფოთ კვერცხი და ყველაფერი კარგად ავურიოთ.

გადავიტანოთ ცხიმიან ფორმაში, მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ ღუმელში.