Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 3 ს.კ კაკაო
  • 1.5 ჭიქა შაქარი
  • 200 გრ მოხალული ნიგოზი
  • 150 გრ კარაქი
  • 250 გრ ორცხობილა
  • 3 ს.კ წყალი
  • 1 ც კვერცხი

მომზადება:

1 კვერცხი, წყალი, შაქარი ავურიოთ და  დავდგათ ნელ ცეცხლზე. დავფშვნათ ორცხობილა და კაკაო, კარაქი ერთმანეთში ავურიოთ და ჩავასხათ მდუღარე მასაში. როცა ადუღდება, მზად იქნება და დავამაებთ ნიგოზს, ამის შემდეგ კიდევ5 წუთს ვადუღებთ და გამოვრთავთ. დავასხათ წინასწარ გაშლილი პერგამენტის ქაღალდზე. დავახვიოთ ძეხვის ფორმის მსგავსად, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში.