Xatia Chichinadze

მოამზადეთ უგემრიელესი ქათმის რულეტი ყველით! 

შემადგენლობა:

  • 1.5 კგ ქათმის ხორცი
  • 700 გ ყველი
  • 60 გრ ქინძი
  • 2 ს.კ მარილი
  • წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ქათამი მოვხარშოთ, მოვაშოროთ კანი და ძვლები, დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი,პილპილი.ზემოდან

დავადოთ წვრილად დაჭრილ ქინძთან შერეული ყველი, გადავახიოთ რულეტვიით, მოვათავსოთ დოლბანდში,

შევკრათ ძაფით და მოვხარშოთ მარილიან წყალში 30-40 წუთი.