ამ რეცეპტით მომზადებული ქათამი მართლაც უგემრიელესია!
შემადგენლობა:
- 1 ქათამი
- 600 გრ ხახვი
- 2 ჩ/კოვზი სუნელები
- 2 ჩ/კოვზი ზაფრანა
- 1 კონა ქინძი
- 2 კბილი ნიორი
- წიწაკა
- მარილი
მომზადება:
ქათამი დაჭერით, მოათავსეთ ალუმინის ქვაბში და მოშუშეთ. სანამ მოიხარშება, დაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ხახვი ხარშვას რომ დაიწყებს, დაამატეთ სუნელები, ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი, 5 წუთის შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი, იმდენი, რომ ხორცი ნაწილობრივ დაფაროს, ჩაყარეთ მარილი, წიწაკა. წამოადუღეთ. მზა სადილს დაამატეთ დანაყული ნიორი.
დაწერე კომენტარი პირველმა