შემადგენლობა:
პირველი ბისკვიტისათვის:
- 4 კვერცხი, 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 1 პაკეტი ვანილი
მეორე ბისკვიტისათვის:
- 2 კვერცხი, 1 პაკეტი ვანილი
- 0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 0.5 ჭიქა ფქვილი
კრემისთვის:
- 350-400 მლ ნაღები
- 1 ჭიქა შაქრის პუდრა
გულსართისათვის:
- 1 ქილა ანანასი
მომზადება:
პირველი ბისკვიტი გამოსაცხობად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ აქაფდება, შევათქვიფოთ შაქრის ფხვნილი, თითო-თითო კვერცხის გული, ვანილი, დავუამტოთ გაცრილი ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ. ცომი გამოვაცხოთ ქაღალდგაფენილ აფაში, 35-45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსს ტემპერატურაზე. შემდეგ გავაციოთ, გავყოთ 2 ფენად და ერთი მათგანი დავჭრათ კუბებად. მეორე ბისკვიტიც პირველის მსგავსად გამოვაცხოთ.
კრემის მოსამზადებლად ნაღები ავთქვიფოთ, დავუამტოთ შაქრის პუდრა. ტორტის ასაწყობად პირველ ფენას წავუსვათ კრემი. ზედ დაჭრილი ანანასი დავალაგოთ და დავადოთ მეორე ბისკვიტი, ტორტს მთლიანად წაუსვათ კრემი და ზედ ბისკიტის კუბები მოვათავსოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა