Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • შაქარი 3/4 ჭიქა
  • ქიშმიში (ან ცუკატები) 0,5 ჭიქა
  • წვრილად დაჭრილი ნიგოზი 0,5 ჭიქა
  • მურაბა 2 ს/კ.
  • ნახევარი ლიმონი (დაბლენდერებული ან გახეხილი)
  • კაკაო 2 ს/კ.
  • ზეთი 2 ს/კ.
  • თბილი წყალი 1 ჭიქა (ან ცოტა მეტი)
  • სოდა 1 ჩ/კ.

 

მომზადება:

წყალში გავხსნათ სოდა, დავამატოთ კაკაო, ზეთი, მურაბა, ნიგოზი, ქიშმიში, შაქარი, დაბლენდერებული ლიმონი, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კვლავ ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში. მომზადების შემდეგ შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადის მინანქარით და

დაჭრილი ნიგვზით.