Xatia Chichinadze

უგემრიელესი კერძის რეცეპტი! 

 

მასალა:

  •  700გრ თევზით ან საქონლის ხორცით ან სასისკით, სარდელით კეთდება.
  • 500-600გრ კარტოფილი
  • 200-300გრ მჟავე კიტრი
  • 10 გრ გამხმარი სოკო (სურვილისამებრ)
  • კარტოფილი, ლიმონი, ზეთისხილი, მარილი, სანელებლები (დაფნა, პილპილის მარცვლები), ოხრახუში, კამა.

მომზადება:

თევზი გავრეცხოთ, გავწმინდოთ და დავჭრათ ფილეს სახით (კანი დავტოვოთ, ფხები გამოვაცალოთ). ნარჩენებისგან (ფხები, ხერხემალი, თავები) მოვხარშოთ ბულიონი, ხახვისა და სტაფილოს დამატებით. გადავწუროთ. დარჩენილი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და მოვთუშოთ ზეთში. ცალკე მოვთუშოთ ტომატ-პიურე ზეთთან ერთად. მჟავე კიტრი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული, დავჭრათ წვრილად და შემოვალაგოთ. მდუღარე თევზის ბულიონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, თევზის ნაჭრები და ვხარშოთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ დავამატოთ მოთუშული ხახვი, ტომატ-პიურე, კიტრი, სანელებლები და ვხარშოთ 2 წუთი. თუ სურვილი გვაქვს, ჩავამატოთ ცალკე მოხარშული წვრილად დაჭრილი სოკო. ვხარშოთ კიდევ 2 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთისხილი და თუ ”სალიანკას” სოკოს გარეშე ვამზადებთ-ლიმონი