Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  •  500 გრ ერბო
  •  500 გრ პურის ფქვილი
  • 4 ცკვერცხი
  •  3-4 სუფრის კოვზი ლუდის საფუარი
  • 1 ჩ,ჭ შაქარი

მომზადება:

ქვაბში გავადნოთ 100 გრ ერბო, მივუმატოთ 2 ჩ,ჭ მდუღარე წყალი და სწწრაფი მორევით ჩავყაროთ იმდენი ფქვილი, რო გამოვიდეს საკმაოდ მაგარი ცომი. ვურიოთ მანამდე, სანამ ცომი ქვაბს არ მოსცილდება. შემდეგ გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, გავაცივოთ, ჩავასხათ შიგ კარგად ალესილი კვერცხის გული, ლუდის საფუარი და ბოლოს ამავე კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა. მეორე ქვაბში ჩავასხათ ორი ჩ.ჭ ერბო და წამოვადუღოთ. ამ ადუღებულ ერბოში ჩავუშვათ თითო ს.კ ცომი. როცა  ერთი წყება მოიხარშება, გადმოვიღოთ თეფშზე, ქვაბში კი ჩავაწყოთ ახალი წყება, ამ წესით მოვხარშოთ  ცომის მთელი მასა, მოვაყაროთ შაქარი და ასე გამოვიტანოთ სუფრაზე.