Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 2 შეკვრა კარაქი
  • 400 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს.კ ვანილი
  • 670 გრ ფქვილი
  • მარილი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ კვერცხი და ვანილი,განვაგრძოთ თქვეფა.

ბოლოს დავამატოთ  ფქვილი და მარილი. კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გამოვჭრათ

სასურველო ზომები, დავდოთ საცხობ ფირფიტაზე, შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წთ.