Xatia Chichinadze

უგემრიელესი კერძის რეცეპტი ორაგულით!

შემადგენლობა:

  • 1.5 ჭიქა ბრინჯი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ კარაქი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 200 გ შებოლილი ორაგული ზეთში
  • 1 პატარა კონა წვრილად დაჭრილი კამა
  • მარილი

მომზადება:

ბრინჯი გავრეცხოთ, გადავწუროთ და ქვაბში გამდნარ კარაქში მოვშუშოთ რამდენიმე წუთის

განმავლობაში, სანამ  ოდნავ ფერს შეიცვლის.

ბრნჯს დავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი და დავუამტოთ ლიმონის ცედრა.

ბრინჯი ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი შევფუთოთ ტილოში 15 წუთით.

ბრინჯი ამოვიღოთ თეფშზე, ზემოდან დავაწყოთ თევზის ნაჭრები და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.