შემადგენლობა:
- 1 ჭიქა რძე
- 1 ჭიქა შაქარი
- 3 ს.კ ბრინჯის ფქვილი
- 1 ჭიქა ნუში
მომზადება:
ნუშის მარცვლები ჩავყაროთ ცხელ წყალში და ვადუღოთ 2-3 წთ. მოვაშოროთ ქერქი,გავაციოთ,
გავამშალოთ ქაღალდის ხელსახოცით და დავაბლენდეროთ. ნუში გადავიტანოთ ქვაბში,
მოვაყაროთ შაქარი, ბრინჯის ფქვილი და მოვასხათ რძე, დავდგათ პუდინგი მაღალ ცეცხლზე
და განუწყვეტლივ ვურიოთ. ავადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ კიდევ 2-3 წთ. მზა
პუდინგი ჩავასხათ სასურველ ფორმებში და 2-3 წუთის შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი
ნიგოზი.
დაწერე კომენტარი პირველმა