Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 ½ ჭიქა რძე,
  • 6 კვერცხი,
  • 3 ს.კ შაქარი,
  • 1 ს.კ ფქვილი,
  • 1 ლიმონი,
  • 2 ს.კ შაქრის პუდრა,
  • მარილი .

მომზადება:

გაზქურა გააცხელეთ 190◦С.
1. რძე აადუღეთ.
2. გააცალკევეთ ცილა და კვერცის გული .
3. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი მიქსერში .შემდეგ დაამატეთ ნაწილი ცხელი რძის და ფქვილი და ათქვიფეთ კიდევ ცოტა ხანი. შემდეგ შეურიეთ დანარჩენი რძე და ათქვიფეთ კიდევ 5 წუთი. ამ მასას დაამატეთ ლიმონის კანის ნაფხეკი, და დადგით ჯამი ცეცხლზე
4.აცხელეთ და ურიეთ გაუჩერებლივ სანამ მასა არ გასქელდება .
5. ცილა ჩაასხით ღრმა ჭურჭელში და დაიწყეთ ათქეფვა მიქსერით,დაამატეთ შაქრის ფუდრა, და ½ ჩ.კ ლიმონის წვენი და გააგრძელეთ ათქეფვა. შეურიეთ კიდევ ერთი ჩ.კ ლიმონის წვენი და თქვიფეთ მანამ მასა არ გამაგრდება

  1. სწრაფად შეურიეთ მომზადებული კვერცხის გული, ჩაასხით მასა ფორმებში და ჩადეთ გაზქურაში 15 – 20 წთ.