Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 კგ მჟავე კომბოსტოს მწნილი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1-1 კონა კამა სა ოხრახუში
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
  • 1ჩ.კ საფუარი
  • ფქვილი რასაც შეიზელს

მომზადება:

მჟავე კომბოსტოს თეთრ მწნილს კარგად გავწურავთ და წვრილად დავჭრით. ხახვსაც წვრილად დავჭრით და ვთუშავთ, როცა უკვემ ოიხრაკება, კომბოსტოს დავუმატებთ. ისინი ერთად უნდა მოიშუშოს.მერე ცეცხლიდან ფადმოვდგამთ, მწვანილებს, მარილსა და პილპილს  შევურევთ და მასას გავაციებთ. ფქვილითმ წყლით და საფუარით ჩვეულებრივ ცომს გავაკეთებთ. გავაბრტყელებთ, დავჭრით პატარა ნაწილებად და ყველა ნაწილს მოგრძო ფორმას მივცემთ. შიგთავსს ჩავუდებთ, გვერდებს მოვუკრავთ და ტაფაზე დავდებთ. ღვეზელი ბევრ ზეთში ძალიან სწრაფად იწვება.