Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 3 ც კვერცხი
  •  200 გრ  შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1/3 ჩ.კ მარილი
  • 1 ჭიქა მაწონი
  • 250 გრ მარგარინი
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • 100 კაკალი ( ან არახისი)
  • 100 გრ ქიშმიში ( ანდა ნებისმიერი ხილის ჩირი)
  • 1 ც ლიმონი

მომზადება:

კვერცხსა და შაქარს კარგად მოვურევთ,დავუმატებთ მაწონს, ვანილსა და მარილს. ამვდროულად, კექსის მოსამზადებლად სპეციალურ ფორმაში  მარგარინს ვადნობთ და გაცივებამდე ასე ვტოვებთ.  შეგრილებულ  მარგარინს მასაში ვასხამთ და კარგად ვურევთ. ამის სემდეგ ფქვილს ვურევ. გემოვებით ვამატებთ ლიმნის ქერქს ( გახეხილს), კაკალს და ქიშმიშს. ბოლოს ცომს კექსის ფორმაში ვასხამთ აირღუმელში ვდებთ და 180 გრადუსზე ვაცხობთ, ერთი საათის განმავლობაში. უკვე გამომცხვარ, შეგრილებულ კექსს ზემოდან შოკოლადის მინანქარს ან შაქრის პუდრას ვაყრით.