Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  •  500 გრ ფარში
  • ნახევარი ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ხორბალი
  • ნახევარი ჭიქა ნიგოზი
  • 1 თავი ხახვი
  • 3 ს.კ ტომატი
  • მარილი,პილპილი,სუნელები

მომზადება:

ხორბალს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ნახევარი საათი. ხახვი და ნიგოზი გავხეხოთ სახეზე,

შევურიოთ ფარშს, მოვაყაროთ მარილი,პილპილი,ჩავამატოთ ტომატი,ხორბალი და ამოვურიოთ.

ცეცხლგამძლე ჭურჭელს წავუსვათცხიმი, დავაფინოთ ფოლგა და ისევ წავუსვათ ცხიმი. მიღებული

მასა თანაბრად გავანაწილოთ ფოლგაზე, მოვამზადოთ 180 გრაუდსზე გახურებულ ღუმელში

25-30 წთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად.