ცომისთვის:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 2 ჭიქა შაქარი
- ნახევარი ჭიქა კაკაო
- 2 ჭიქა ზეთი
- 2 ს.კ ძმარი
- 2 ჭიქა წყალი
- ვანილი-გემოვნებით
მინანქარი:
- 2 ს.კ კაკაო
- 1 ს.კ თაფლი
- 2 ს.კ შაქარი
- 3 ს.კ წყალი
მომზადება:
ფქვილს მოვაყაროთ სოდა, მარილი,კაკაო, ვანილი და კარგად ავურიოთ. მოვასხათ ზეთი, ძმარი, ცივი წყალი და მ ოვზილოთ ცომი. გადავიტანოთ მიღებული მასა ჩვენთვის სასურველ ცხიმიან ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთი. გაციებულ ნამცხვარს გადავუსვათ მინანქარი,რომელის მზადდება ასე: კაკაო,თააფლი, შაქარი და წყალი ავურიოთ ერთმანეთში,ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთი და თბილი გადავუსვათ ნამცხვარს.
დაწერე კომენტარი პირველმა