Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 500 გრ ყველი
  • 50 გრ კარაქი
  • 400 გრ საფუვრიანი ცომი

მომზადება:

ყველი სასურველია იყოს ჭყინტი. თუ ყველი მარილიანია, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და ცივ წყალში გააჩერეთ

40-50 წუთი. შემდეგ დაალაგეთ საწურზე, დააცადეთ შეშრობა, გაატარეთ ან გახეხეთ სახეხზე. ყველი თუ არ

არის ცხიმიანი, დაამატეთ კარაქი, შეაზილეთ და გააკეთეთ თანაბარი ზომის 5 გუნდა. საფუვრიანი ცომი

გაყავით 5 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და გააჩერეთ 5-7 წთ.

ფქვილმოყრილ დაფაზე ოდნავ გააბრტყელეთ ცომის გუნდა, შუაში მოათავსეთ ყველი და ცომს მოუკარით თავი,

გადააბრუნეთ გუნდა, მოკრული თავი მოუქციეთ ძირს.

აიღეთ  მომზადებული გუნდა, მოათავსეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ

ფენად, დადეთ გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. ცეცხლიდან რომ გამოიღებთ, ზევიდან

მოუვით კარაქი.