Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 80 გ დაფქული თხილი
  • 2 კვერცხი
  • 80 გ  შაქარი
  • 180 გ კეფირი
  • 150 გ ფქვილი
  • 30 გ დარბილებული კარაქი
  • 2/3 ს.კ სოდა ძმრით
  • 80 გ შოკოლადი  მინანქარისთვის
  • 1 ს.კ  კაკაო

მომზადება:

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვფიოთ. შევათქვიფოთ კარაქი, შევურიოთ კეფირი. შემდეგ დავუამტოთ ფქვილი, სოდა და კაკაო, ბოლოს კი თხილი.

მიღებული ცომი ჩავასხათ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. ფორმას წინასწარ წავუსვათ ცხიმი ან ჩავაფინოთ ქაღალდი.

შეგრილებულ კექსს თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და სურვილისამებრ მოვაყაროთ მოხალული თხილი.