უგემრიელესი წვნიანი!
შემადგენლობა:
- 30 გრ კომბოსტო
- 80 გრ ჭარხალი
- 30 გრ კარტოფილი
- 10 გრ სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 1 ჩ.კ ტომატი
- 10 გრ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ ფქვილი
- 1 ჩ.კ შაქრის სიროპი
- 400 მლ წყალი
- 1 ც კვერცხი
- 1 ს.კ არაჟანი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი და სტაფილო გავხეხოთ სახეხზე და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დავუმატოთ
კომბოსტო, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,დავასხათ მდუღარე წყალი და თვდახურულ ქვაბში ვხარშპთ
30-35 წუთის განმავლობში. როცა კომბოსტო დარბილდება, ბორშჩს დავუმატოთ ტომატი. 5 წუთიანი
დუღილის შემდეგ ბორშჩს შევურიოთ არაჟანში გახსნილი ფვილი, მარილი და კერძი კიდევ 10 წუთის
განამავლობაში ვადუღოთ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ, ავთქვიფოთ მხოლოდ გული და დავუმატოთ
ბორშჩს.
დაწერე კომენტარი პირველმა