Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1 კგ ვაშლი
  • 1 კგ შაქარი
  • 2 ლ წყალი

მომზადება:

ვაშლები გაფცქვენით და შიგნით გული პატარა დანით გამოაცალეთ, შემდეგ სამს საათს ჩაყარეთ კირსა  და წყალში. ერე გარეცხეთ და გაუკეთეთ თაფლ-წყალი, შიგ ჩაყარეთ და ორი პირი რომ წამოიდუღოს, ვაშლები ამოიღეთ და გააციეთ-რამდენი ჯამიც ვაშლი არის, იმდენი ჯამი შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და ერთს ჯამს შაქარზედ ორი ჯამი წყალი დაასხით, რომ ადუღდება, ვაშლები შიგ ჩააწყვეთ. ისე უდნა გაუჯდეს ვშლი, რომ ქარვასავით გახდეს. შემდეგ ერთი ს.კ დანაყილი დარიჩინი შიგ ჩაყარეთ. სიროპს რომ შეატყობთ რომ გაკეთდება და ვაშლებივ მოიხარშება. გადმოიღეთ , გააციეთ და შეინახეთ.