შემადგენლობა:
- 175 გრ დარბილებული კარაქი
- 175 გრ შაქარი
- 3 ც კვერცხი
- 175 გრ ფქვილი
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, კარგად
ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი და ისევ განვაგრძოთ
თქვეფა. მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში, შევდოთ ღუმელში 180
გრადუსზე 18-20 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა