მოამზადეთ ცხელი სასმელი ჩვენი რეცეპტით!
შემადგენლობა:
- 1 მთლიანი ჩხირი დარიჩინი
- 10-12 ც მიხაკი
- 750 მლ შავი ღვინო
- 7 მარცვალი ილი
- 3-4 ს.კ შაქარი ან თაფლი
- 2-3 ნაჭერი ლიმონი ან ფორთოხალი
მომზადება:
ჯამში მოვათავსოთ ლიმონის ნაჭრები, დარიჩინი,მიხაკი,ილი, დავასხათ 2/3 წყალი და ვადუღოთ 5 წუთი.
გავათბოთ შავი ღვინო დავამატოთ სანელებლებიანი წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და გავაჩეროთ
ადუღებამდე. ღვინო არ უნდა ადუღდეს. გავწუროთ ღვინო, დავამატოთ შაქარი ან თაფლი და ჩავასხათ ჭიქებში.
დაწერე კომენტარი პირველმა