Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • თბილი წყალი 400 მლ.
  • შაქარი 1 ს/კ.
  • მარილი 1/3 ჩ/კ.
  • ზეთი 2 ს/კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს/კ.
  • პურის ფქვილი 8 ს/კ.
  • სოდა 1/2 ჩ/კ.

მომზადება:

თბილ წყალს დავამატოთ შაქარი, მარილი, ზეთი, ვაშლის ძმარი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, სოდა და კვლავ ავურიოთ. მომზადებული მასისგან ცხიმწასმულ ტაფაზე შევწვათ ბლინები. შემწვარი ბლინები გადავახვიოთ რულეტისებურად და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.