Xatia Chichinadze

ჩაქაფული ძირითადად ღვინით მზადდება, თუმცა, არსებობს ღვინის გარეშე მომზადების რეცეპტიც,

რომელიც არანაკლებ გემრიელია!

შემადგენლობა:

  • 2 ბატკნის მკერდი
  • 200 გრ კარაქი
  • 300 მლ წყალი
  • 1/2 ლიტრიან ქილით ახალი მწვანე ტყემალი
  • 4 ქინძი
  • 2 კონა მჟაუნა
  • 2 კონა ქიქმატი
  • 1 კონა ოხეახუში
  • კამა, პიტნა, 4 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი

მოზადება:

დაჭრილი და გარეცხილი ხორცი დაჭრილ მწანილსა და მწვანე ხახვთა ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში,

შიგადაშიგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

ცოტა მწვანილი მოვიტოვოთ ბოლოს ნედლად ზემოდან მოსაყრელად.

დავასხვათ წყალი და წამოდუღებისთანავე ცეცხს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება,

დავაყაროთ ტყეალი და ცოტა მოგვიანები კარაქი.

როდესაც კერძი თითქმის მზად იქნება, მთელი მასა ხის კოვზით მსუბუქად ჩავკეპოთ და ძალიან

დაბალ ცეცხლზე კიდევ რამდენიმ წუთის განმავლობაში ვადუღოთ.