შემადგენლობა: 1/2 ჩ.ჭ მცენარეული ზეთი 1 ც კვერცხის გული ძმარი ან ლიმონის წვენი და მარილი-გემოვნებით მომზადება: ფაიფურის ჭურჭელში მოვათავსოთ უმი კვერცხის გული, დავუმატოთ მარილი, ხის ნიჩბით განუწყვეტლივ ვურიოთ ( თუ გვსურს, რომ საწებელი იყოს უფრო ცხარე, მაშინ ჩავურიოთ 1/4 ჩ.კ მდოგვი) და თან დავუმატოთ თითო ჩ.კ მცენარეული ზეთი . როცა კვერცხისა და ზეთის ნარევისგან წარმოიქმნება ერთგვაროვანი მასა, დავასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად ავთქვიფოთ. მზა საწებელს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის სისქე....სხვა რეცეპტები