10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 1 ც წითელი ბულგარული წიწაკა
- 50 გრ ზეთისხილი
- 4 ჩ ანჩოუსი
- 1 ც მწარე წითელი წიწაკა
- 4 ს.კ ძმარი
- 6 ს.კ ზეითუნის ზეთი
- მარილი,პილპილი-გემოვენბით
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ნაწილებად და მოვხარშოთ მარილიან წყალში 5 წთ. ბულგარული
წიწაკა გავასუფთავოთ და დავჭრათ სიგრძეზე, მწარე წიწაკა დავჭრათ წვრილად. ზეთის ხილს
ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ კუბიკებად, ანჩოუსი დავჭრათ სიგრძეზე. შევურიოთ
ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულს დ ანჩუსს, მოვასხათ ზეთი , ძმარი და მოვაყაროთ მარილი
და პილპილი.
დაწერე კომენტარი პირველმა