Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 500 გრ ბადრიჯანი
  •  თითო-თითო კონა ქინძი და ოხრახუში
  • ნახევარ-ნახევარი კონა რეჰანი და ქონდარი
  • 1 თავი ნიორი
  • 1ს.კ ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯნები სიგრძეზე ოთხ-ხუთ ნაწილად დავჭრათ. ცხელ ტაფაზე დავაწყოთ და ბლომად ზეთში შევწვათ. შეწვის შემდეგ ბადრიჯნებს გავაციებ, ცალკე კი მასას გავამზადებთ. წვრილად დაჭრილ მწვანილებს, დანაყულნიორსა და ძმარს ავურევთ, მარილსაც დავამატებთ. ამ გამზადებულ მასას ბადრიჯნის ნაჭრებს სათითაოდ წავუსვამთ.