უგემრიელესი კექსუნების რეცეპტი!
შემადგენლობა (მასალა 12 ცალისთვის):
- 2 მწიფე ბანანი, 3 კვერცხი
- 15 გრ კარაქი, 150 გრ შაქარი
- 50 გრ დაჭრილი თხილი
- 150 გრ ფქვილი
- 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- ცხიმი ან ქაღალდის პატარა ფორმები
- ფორმები
მომზადება:
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. კექსუნების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგნით ქაღალდის ფორმები ჩასვით.
- ბანანი გაფცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ. ათქვიფეთ კვერცხი კარაქთან და შაქართან ერთად. შეურიეთ ბანანი და თხილი, ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. დიდხანს არ ურიოთ.
- ჩაასხით ცომი ფორმებში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15-20 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა