Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მარტივად მოსამზადებელი სალათი კვერცხით. 

შემადგენლობა:

  • 20 ც კვერცხი
  • 100 გრ მაიონეზი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 10 ღერი ქინძი
  • 1ჩ.კ უცხო სუენლი
  • 1ჩ.კ ზაფრანა
  • წიწაკა,მარილი

მომზადება:

მოხარშულ კვერცხს მოაჭერით თავი მომრგვალებული მხრიდან ისე,რომ შესძლოთ გულის ამოღება. კვერცხის გულები მოათავსეთ ჯამში. დაამატეთ უცხო სუნელი. ზაფრანა. ნივრის წვენი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, მარილი, წიწაკა, ცოტა მაიონეზი და კარგად შეზილეთ. დაამატეთ დარჩენილი მაიონეზი და ურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. დაჭერით ცილა თხელ რგოლებად და შეურიეთ ნაზავს.