10 წუთი. 15 წუთი.
უგემრიელესი სალათის რეცეპტით!
შემადგენლობა:
- ¼ ანანასი
- 1 ვაშლი
- 300 გრ ქათმის რბილი ხორცი
- 1-2 სალათის ფოთოლი
- 3ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2ს.კ ლიმნის წვენი
- 1ჩ.კ თაფლი, 1 ს.კ კონიაკი
- მარილი,პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ქათმის ხოცი საბეგვი ცაქუჩით კარგად დავბეგვოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ზეთში შევწვათ დარბილებამდე. გავაციოთ. ვაშლს კანი გავაცილოთ და სიგრძეზე დავჭრათ, ანანასი დავჭრათ მსხვილ ოთკუთხედებად და დავასხათ ლიმნის წვენი.ქათმის ხორციც დავჭრათ..ხილი ავურიოთ ერთმანეთს. თაფლი გავხსნათ ლიმნის წვენში, დავუამტოთ ზეითუნის ზეთი და ავურიოთ. სასალათეზე დავალაგოთ სალათის ფოთლები, ზედ მოვათავსოთ არეული ხილი, ქათმის ხორცი, მოვასხათ თაფლის ნარევი და მივიტანოთ სუფრასთან.
დაწერე კომენტარი პირველმა