10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- ჭარხალი – 1 კგ.
- ქინძი – 3 კონა (საშუალო)
- კამა – 1 კონა
- ძმარი – 2-3 სუფრის კოვზი
- მარილი, წიწაკა – გემოვნებით
- წყალი – 1- ჩაის ჭიქა
- ნიორი – 3-4 კბილი
მომზადება:
მოხარშული ჭარხლის ძირხვენა გაფცქვენით და ფიგურული დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოასხით ქინძმარი და აურიეთ კარგად.ქინძმარს ასე მოამზადებთ: 2 კონა ქინძი, 2 კონა კამა და 3-4 კბილი ნიორი დანაყეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, შეაზავეთ ძმრით, მარილით და წიწაკით.
დაწერე კომენტარი პირველმა