10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 კგ სტაფილო
- 4-5 ც წითელი ბულგარული წიწაკა
- 2 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 კონა ქინძი
- ზეთი, პილპილი,მარილი
მომზადება:
სტაფილო და ბულგარული წიწაკა დაჭერით ან გახეხეთ. წვრილად დაჭერით ქინძი, ალყა-ალყა-ხახვი.დანაყეთ ნიორი.
წამოადურეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მოშუშეთ, ჩაამატეთ სტაფილო და ბულგარული წიწაკა, მოაყარეთ მარილი, პილპილი,ქინძი. სტაფილო რომ მოიშუშება, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ნიორი.
დაწერე კომენტარი პირველმა