Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 8 სვია, თითო 150 გ
  • 9 ს.კ ლიმონის წვენი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 2  თავი ხახვი
  • 100 გ ლორი
  • 8 ს.კ ფქვილი
  • 200 გ კარაქი
  • 2 ლიმონი
  • პილპილი
  • მარილი
  • მწვანილი მოსართავად

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ სვია, მოაცალეთ კანი, გამოშიგნეთ, ამოაჭერით თვალები და ლაყუჩები. მოახით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მაირილი და პიპილი და გააჩერეთ 40-50 წთ.
  2. ქამა სოკო დაჭერით- თხლად, ხახვი და ლორი -კუბებად და ეს ყველაფერი ერთად მოშუშეთ.
  3. თევზი ამოავლეთ ფქვილში ა შეწვით კარაქში. შემდეგ შედგით ღუმელში და დაბრაწეთ.
  4. სუფრასთან მიტანის წინ თევზი მოათავსეთ ლანგარზე და ზემოდან გაანაწილეთ სოკოიანი მასა. მორთეთ ლიმონითა და მწვანილით.